სივრცე მეცადინეობისთვის
სივრცე მეცადინეობისთვის
ფერთა ჰარმონია 01
ფირუზისფერი, ეხმარება თქვენს პატარებს იფიქრონ სიღრმისეულად და მკაფიოდ. ხელს უწყობს კონცენტრირების უნარს და ქმნის საუკეთესო გარემოს საშინაო დავალებების შესასრულებლად. ფირუზისფერის ტონალობებს, შესანიშნავად უხდება წითელი ფერის აქცენტები, მაგალითად: აქსესუარების სახით. ამ ორი ფერის სწორი გამოყენებისას, სივრცეს ენიჭება გამააქტიურებელი და მასტიმულირებელი ეფექტი. რბილი ბეჟი ფერით კი, იქმნება სწორი ბალანსი, ამ ინტენსიური ფერის ტონებთან.
სივრცე მეცადინეობისთვის
ფერთა ჰარმონია 02
მკვეთრი მწვანე ფერი, საუკეთესოდ გამოდგება სკოლის მოსწავლეების სამუშაო სივრცის მოსაწყობად, რადგან მწვანე ხელს უწყობს შემოქმედებითობას და შთაგონებას. ამავე დროს მწვანე ქმნის ჰარმონიას და ნაზი ვარდისფერი აქცენტების დამატებით, თქვენ ოთახს დამამშვიდებელ სიმსუბუქეს შემატებთ.
სივრცე დასვენებისთვის
სივრცე დასვენებისთვის
ფერთა ჰარმონია 01
გრილი ლურჯი ფერის ტონების მეშვეობით, რომლებიც ზღვის მშვიდ სიღრმეებს მოგვაგონებენ, თქვენ შეგიძლიათ დასვენებისთვის და ძალების აღდგენისთვის, სრულყოფილი სივრცე შეუქმნათ თქვენს პატარებს. ბეჟი კი, შესანიშნავად ერწყმის ამ მყუდრო განწყობას და უზრუნველყოფს დამატებით ჰარმონიულ გარემოს.
სივრცე დასვენებისთვის
ფერთა ჰარმონია 02
ნაზი ვარდისფერი ტონებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ოთახში დამამშვიდებელი ატმოსფერო, რომელიც ასხივებს სასიამოვნო სიმშვიდეს და ამავდროულად გთავაზობთ გამაგრილებელ სტიმულაციას თქვენი პატარებისთვის. ეს ფერის ტონალობები კარგად მუშაობს, როგორც ოთახებში სადაც თქვენი ბავშვები სწავლობენ და ასევე სადაც სძინავთ. ღია მწვანე ლამაზი აქცენტების დამატებით კი, თქვენ - ვარდისფერ სამყაროს მეტ მრავალფეროვნებას შემატებთ.