Alpina Buntlack - ალპინას ფერადი ემალი

ფერადი უნივერსალური ემალი - ფერების ფართო ასორტიმენტით

ალპინას ფერადი ემალი მრავალფეროვანი ფერების არჩევანით და შესანიშნავი ფარვის უნარით, საუკეთესოა შიდა და გარე სამუშაოებისთვის. თვალისმომჭრელი გაჯერებული ფერებით, თქვენ შეგიძლიათ გაანახლოთ შიდა ავეჯი, კარები და ფანჯრები. ასევე გარე ავეჯი, რომელიც ბუნების ზემოქმედებისგან ყველაზე ხშირად ზარალდება და სათანადო დამუშავებას საჭიროებს - ალპინას ფერადი ემალი თქვენს აგარაკს ბრწყინვალებას დიდხანს შეუნარჩუნებს.

შესაფერისი ზედაპირები: დაგრუნტული ან ლაქწასმული ხის, ლითონის, მყარი პოლივინილქლორიდის ზედაპირები. საჭიროების შემთხვევაში: აგრეთვე მინერალური ზედაპირები, ცემენტის ბათქაშები, ბეტონი და გიფსოკარდონი.

პროდუქტი დაემატა თქვენს სიაში