კონფიდენციალურობა

1. ვინ ვართ

ვებ-გვერდები: www.caparol.ge და www.alpina.ge ეკუთვვნის კომპანია შპს. „კაპაროლ ჯორჯია“ -ს  ფირმათა ჯგუფ DAW-ს საწარმოს.

2. საკონტაქტო ინფორმაცია

შპს. „კაპაროლ ჯორჯია“

სათაო ოფისი/საწარმო: ალ.ქართველიშვილის ქ. 8, 0198 თბილისი, საქართველო

ტელეფონი: +995 790 803 337
ელ.ფოსტა: office@caparol.ge
www.caparol.ge  /  www.alpina.ge

3.  ტერმინთა განმარტება

  • პერსონალური მონაცემი

ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებე ლი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით

  • მონაცემთა სუბიექტი

ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება

  • მონაცემთა დამუშავება

ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.

  • მონაცემთა ავტომატური დამუშავება

მონაცემთა ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით დამუშავება

  • მონაცემთა დამმუშავებელი

საჯარო დაწესებულება, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას

  • მესამე პირი

ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება, გარდა მონაცემთა სუბიექტისა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა, მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირისა

  • თანხმობა

მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა განსაზღვრული მიზნით დამუშავებაზე ზეპირად, სატელეკომუნიკაციო ან სხვა შესაბამისი საშუალებით გამოხატული ნებაყოფლობითი თანხმობა, რომლითაც შესაძლებელია ნათლად დადგინდეს მონაცემთა სუბიექტის ნება
 

4. ზოგადი წესები და მოქმედების სფერო

მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკა ასახავს იმას, თუ რა სახით და რა მიზნებისთვის ვიყენებთ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ.

სარგებლობის წესები წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებას სერვისების მომხმარებელს (შემდგომში — თქვენ ან მომხმარებელი) და სერვისების მომწოდებელს შორის.

თქვენს მიერ სერვისებით სარგებლობის ფაქტი, ყოველ მიზეზ გარეშე, ავტომატურად მოგაქცევთ სარგებლობის წესების მოქმედების სფეროში და გულისხმობს იმას, რომ თქვენთვის ცნობილია სარგებლობის წესებით განსაზღვრული წესები და პირობები და სრულად ეთანხმებით მათ.

სარგებლობის წესების მოქმედება თანაბრად ვრცელდება სერვისის მომხმარებელზე, იმის მიუხედავად, თუ რომელი ტექნიკური საშუალების გამოყენებით ხდება სერვისებზე წვდომის მოპოვება, იქნება ეს ვები (WWW), მობილური ტელეფონი, RSS არხი, მესამე პირების მიერ შექმნილი საკომუნიკაციო პლატფორმები თუ სხვა ნებისმიერი საშუალება.

წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრულია ვებ-გვერდებზე: www.caparol.ge / www.alpina.ge ან www.caparol.ge / www.alpina.ge -ს ქვედომენური დონის საიტებზე ხელმისაწვდომი ციფრული სერვისებით, www.caparol.ge / www.alpina.ge -ს მობილური აპლიკაციებით ან/და მათი ცალკეული ფუნქციებით სარგებლობის წესები და პირობები.

თუ თქვენ სრულად არ ეთანხმებით წინამდებარე სარგებლობის წესებს, გთხოვთ, არ განაგრძოთ სერვისებით შემდგომი სარგებლობა.

5. რა წარმოადგენს წინამდებარე პოლიტიკის მიზნებს და მოქმედების სფეროს?

ჩვენ , ჩვენი შვილობილი და აფილირებული კომპანიები  ვცდილობთ დავიცვათ იმ პირების პერსონალური ინფორმაცია, რომლებიც სარგებლობენ ჩვენი პორტალით და სერვისებით (ვებ-გვერდები: www.caparol.ge / www.alpina.ge). შესაბამისად, ჩვენ შევიმუშავეთ წინამდებარე პოლიტიკა იმის აღსაწერად, თუ როგორ და რა სახის ინფორმაცია შეგროვდება ვებ-გვერდებზე: www.caparol.ge / www.alpina.ge  სერვისების მომხმარებლებისგან და ის მიზნები, რომლის მისაღწევადაც ჩვენ   შესაძლოა შევაგროვოთ, გადავცეთ ან სხვაგვარად ხელმისაწვდომი გავხადოთ მონაცემები. ჩვენ  ასევე განვსაზღვრავთ ყველა შესაძლო გონივრულ ზომას, რომელსაც თქვენი მონაცემების დაცვისათვის ვიღებთ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენს ნებისმიერი ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით. ხოლო პერსონალური მონაცემების დამუშავება, ამავე კანონის შესაბამისად, განიმარტება, როგორც ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.

წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება ყველა სახის ინფორმაციაზე და პერსონალურ მონაცემზე, რომელიც თქვენ მიერ ვებ-გვერდების: www.caparol.ge / www.alpina.ge  და სერვისების გამოყენების შედეგად მოიპოვება შპს. „კაპაროლ ჯორჯია“-ს მიერ. პოლიტიკა არ ვრცელდება მესამე პირების იმ ვებგვერდებზე ან/და სერვისებზე, რომლებიც არ არიან შპს. „კაპაროლ ჯორჯიას“ ვებ-გვერდებთან  აფილირებული. გთხოვთ გაეცნოთ მესამე პირების ვებგვერდებით ან/და სერვისებით სარგებლობის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, იმდენად, რამდენადაც შპს.“კაპაროლ ჯორჯია“ არ არის პასუხისმგებელი და არ აქვს გავლენა არც მესამე პირების ვებგვერდების ან/და სერვისების შემცველ მასალებზე და არც მათი კონფიდენციალურობის დაცვის პრაქტიკაზე.

პოლიტიკა უზრუნველყოფს აუცილებელი ჩარჩო პირობების არსებობას შიდა ან ტრანს-სასაზღვრო მონაცემთა მიმოცვლისთვის. პოლიტიკა უზრუნველყოფს ევროპის კავშირის მონაცემთა დაცვის დირექტივის და ეროვნული კანონმდებლობის მიერ განსაზღვრულ დაცვის ადეკვატურ დონეს მონაცემთა შიდა და ტრანს-სასაზღვრო მიმოცვლის დროს, მათ შორის, იმ ქვეყნებში, სადაც ჯერ კიდევ არ არსებობს მონაცემთა დაცვისათვის აუცილებელი შიდაეროვნული კანონმდებლობა.

ანონიმური ან/და ისეთი მონაცემები, რომლებიც არ იძლევიან პირის იდენტიფიცირების საშუალებას, მაგალითად მონაცემები სტატისტიკური შეფასებების ან შესწავლისათვის, არ წარმოადგენს წინამდებარე პოლიტიკის რეგულირების საგანს და მათზე არ ვრცელდება წინამდებარე პოლიტიკის დებულებები.

6. რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით?

როდესაც თქვენ სტუმრობთ ვებ-გვერდებს: www.caparol.ge / www.alpina.ge , ჩვენი სერვერი ავტომატურად იწერს დეტალებს თქვენი ვიზიტის შესახებ (მაგალითად თქვენი IP მისამართი, ვებგვერდი, რომლიდანაც ჩვენს ვებგვერდს ესტუმრეთ, ვიზიტის დროს გამოყენებული ინტერნეტ-ბრაუზერის ტიპი და თქვენი ვებგვერდზე სტუმრობის თარიღი და ხანგრძლივობა).

 

დამატებით, ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, რომელსაც გვაწვდით ჩვენი პორტალის ან სერვისების მეშვეობით, მაგალითად როდესაც შეგყავთ პერსონალური მონაცემები (სახელი, სქესი, მისამართი, ელფოსტის მისამართი, ტელეფონის/ფაქსის ნომერი) ვებგვერდის სარეგისტრაციო გვერდზე ან მაშინ, როდესაც ჩვენს ვებგვერდზე სიახლეების მისაღებად რეგისტრირდებით.

 

ჩვენ გამოვიყენებთ (დავამუშავებთ) თქვენს პერსონალურ მონაცემებს:

 

ჩვენი პორტალის და სერვისების ტექნიკური ადმინისტრირების და მისი კვლევისა და განვითარების მიზნებისათვის,

კლიენტისა და მომხმარებლის ადმინისტრირებისა და მარკეტინგული მიზნებისათვის,

ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად,

წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებისთვის.

ჩვენ ვიცავთ და პატივს ვცემთ ყველა მოქმედ კანონს და რეგულაციას, რომელიც ჩვენ მიერ პერსონალური ინფორმაციის გამოყენების სფეროს ეხება.

 

ვებ გვერდზე ვიზიტისას ჩვენს მიერ შეგროვებული ინფორმაცია შეიძლება იყოს შემდეგი:

  • ვებ გვერდზე ვიზიტის ადგილი
  • ვებ გვერდზე შემოსვლის დრო
  • IP მისამართი
  • ნებისმიერ შევსებულ ფორმაში თუ გამოკითხვაში მიღებული ინფორმაცია; სხვა

საკომუნიკაციო ინფორმაცია
 

7. როგორ ვაგროვებთ და ვინახავთ ინფორმაციას თქვენ შესახებ?

ჩვენ ვიყენებთ ისეთ ტექნოლოგიას, როგორიცაა ქუქი-ჩანაწერი ან თეგი (შემდგომში — თრექინგის ტექნოლოგია), იმისთვის, რომ შევაგროვოთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია (იხილეთ: რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით?) და გავიგოთ, თუ როგორ იყენებენ ვიზიტორები ჩვენს ვებგვერდებს.

ქუქი-ჩანაწერების ან თეგების ტექნოლოგია გვეხმარება ვმართოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი  პორტალის და სერვისების გამოყენებადობა, მაგალითად იმის მიხედვით, ყოფილა თუ არა თქვენს კომპიუტერსა და ჩვენს ვებგვერდს შორის წარსულში რამე კავშირი, მოვახდინოთ ჩვენს პორტალზე ან სერვისებზე ყველაზე პოპულარული სექციების იდენტიფიცირება.

ხშირ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერით თრექინგის ტექნოლოგიების პოლიტიკის კონტროლი. გთხოვთ, დარწმუნდეთ რომ თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერი ასახავს თქვენ სურვილს გსურთ თუ არა, სადაც ეს შესაძლებელია, გაგაფრთხილოთ თრექინგ ტექნოლოგიების და ან მათი მიღების შესახებ. თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერის სპეციალურ შესაძლებლობებს და ინსტრუქციებს მათი მოხმარების შესახებ, როგორც წესი, შეგიძლიათ გაეცნოთ თქვენი ინტერნეტ-ბრაუზერის სახელმძღვანელოში ან სექციაში „დახმარება“.

თრექინგ ტექნოლოგიების გამოყენებაზე უარის თქმამ ან მათმა დეაქტივაციამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ჩვენი  პორტალის და სერვისების ან მათი ცალკეული კომპონენტების ხელმისაწვოდმობაზე და მათ გამართულ ფუნქციონირებაზე.

8. რა პრინციპებით ვხელმძღვანელობთ თქვენი პერსონალური მონაცემების და მათი შემდგომი დამუშავების დროს?

ა) სამართლიანობა და კანონიერება

პერსონალური მონაცემების დამუშავების დროს, აუცილებელია დაცული იყოს მონაცემთა სუბიექტის ინდივიდუალური უფლებები. პერსონალური მონაცემები უნდა შეგროვდეს და დამუშავდეს კანონიერად და სამართლიანად.

ბ) კონკრეტული მიზნით შეზღუდვა

პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს მხოლოდ იმ მიზნით, რა მიზნისთვისაც მონაცემები შეგროვდა. მონაცემთა დამუშავების მიზნის შემდგომი ცვლილება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და მოითხოვს შესაბამისი საფუძვლების არსებობას.

გ) გამჭვირვალობა

მონაცემთა სუბიექტი უნდა იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ხდება მის შესახებ არსებული მონაცემების მოპყრობა. ზოგადად, პერსონალური მონაცემები უნდა შეგროვდეს უშუალოდ იმ პირისგან, ვისაც ეს მონაცემები ეხება.

დ) განადგურება

პერსონალური მონაცემები, რომელთა დამუშავება სამართლებრივი ან ბიზნეს-პროცესთან დაკავშირებული პერიოდის გასვლის შემდეგ აღარ წარმოადგენს საჭიროებას, უნდა განადგურდეს. ინდივიდუალურ შემთხვევებში, შესაძლოა არსებობდეს მითითება ინტერესებზე, რომლებიც საჭიროებს შემდგომ დაცვას ან მონაცემების ისტორიულ მნიშვნელობაზე. ასეთ შემთხვევებში, მონაცემები უნდა იქნეს დაცული მანამ, სანამ არსებობს ასეთი მონაცემების დაცვის სამართლებრივი ინტერესი.

ე) ფაქტობრივი სიზუსტე, უახლესი მონაცემები

დაცული პერსონალური მონაცემები უნდა იყოს ზუსტი, სრული და, საჭიროების შემთხვევაში, განახლებული. აუცილებელია ისეთი ზომების მიღება, რომლებიც უზრუნველყოფს არაზუსტი ან არასრული მონაცემების განადგურებას, შესწორებას, დამატებას ან განახლებას.

ვ) კონფიდენციალურობა და მონაცემთა უსაფრთხოება

პერსონალური მონაცემები ექვემდებარება მონაცემთა საიდუმლოებას. აუცილებელია, პერსონალურ მონაცემებთან ინდივიდუალურ დონეზე კონფიდენციალური მოპყრობა და მათი დაცვა შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების გამოყენებით, რომლებიც გამორიცხავენ მონაცემებზე უნებართვო წვდომას, უკანონო დამუშავებას ან გავრცელებას, ასევე, შემთხვევით დაკარგვას, ცვლილებას ან განადგურებას.

9. ვის გადავცემთ ჩვენს პორტალზე და სერვისებზე თქვენზე შეგროვებულ ინფორმაციას?

ჩვენ შესაძლოა თქვენი ინფორმაცია გადავცეთ ჩვენთან აფილირებულ პირებს, ჩვენ ან ჩვენთან აფილირებული პირების აგენტებს ან ჩვენთვის სერვისის მომწოდებელ მესამე პირებს თქვენი ქვეყნის გარეთ ან შიგნით, ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად. ჩვენთან აფილირებული პირებს, აგენტებს და სერვისის მომწოდებელ მესამე პირებს, რომლებსაც ჩვენი პორტალის ან სერვისების მეშვეობით მოპოვებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ, ასევე გააჩნიათ ამ მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება.

როდესაც ვახდენთ პერსონალური მონაცემების საერთაშორისო ტრანსფერს, ჩვენ ვრწმუნდებით ვართ თუ არა მოქმედ კანონმდებლობასთან და რეგულაციებთან შესაბამისობაში, მაგალითად, ვაფორმებთ შესაბამის ხელშეკრულებებს იმ პირებთან, რომლებიც თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენგან იღებენ, რათა მათ უზრუნველყონ ამ მონაცემების ადეკვატური დაცვა.

ასევე, ჩვენ მიერ თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს სახელმწიფო ორგანოებს ან ერთეულებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან ნებისმიერ სხვა პირს, მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, სასამართლო განჩინების ან ოფიციალური მოთხოვნის, სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს გამოცემული გაიდლაინის საფუძველზე და მიზნების შესაბამისად ან მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმართული ნებისმიერი მსგავსი პროცესის საფუძველზე

10. რა უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც მონაცემებს ინტერნეტის მეშვეობით აგზავნით?


მიიჩნევა, რომ ინტერნეტი არ წარმოადგენს დაცულ გარემოს, და ინფორმაციაზე, რომელსაც ინტერნეტის მეშვეობით იგზავნება (მაგალითად ჩვენი პორტალის და სერვისების ან ელექტრონული შეტყობინების სისტემის გამოყენებით) შესაძლოა არასანქცირებული წვდომა მოიპოვონ მესამე პირებმა, რამაც, შესაძლებელია, გამოიწვიოს ინფორმაციის გამჟღავნება, ინფორმაციის შემცველი მასალის ცვლილება ან სხვა ტექნიკური შეცდომა. იმის მიუხედავად, იმყოფებიან თუ არა ინფორმაციის გამგზავნიც და მისი მიმღებიც ერთი და იმავე ქვეყანაში, ინტერნეტის მეშვეობით გაგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა გადაიცეს საერთაშორისო საზღვრების მიღმა და შესაძლებელია აღმოჩნდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც თქვენი ქვეყნისგან განსხვავებით, პერსონალური მონაცემების დაცვისათვის სუსტი მექანიზმები არსებობს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვაგებთ პასუხს თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე იმ ეტაპზე, როდესაც ეს ინფორმაცია ინტერნეტის მეშვეობით ჩვენთვის გადაცემის მდგომარეობაში იმყოფება. იმისათვის, რომ დაიცვათ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობა, გვსურს შეგახსენოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ ჩვენთან კომუნიკაციისათვის აირჩიოთ ის მეთოდი, რომელსაც შესაფერისად მიიჩნევთ.

11. საავტორო უფლებები

ის მასალა, რომელიც თქვენთვის ხელმისაწვდომი სერვისებით სარგებლობის განმავლობაში ხდება, მათ შორის და არა მხოლოდ საინფორმაციო ან/და ანალიტიკური სტატიები, აუდიო-ფოტო-ვიდეო მასალები, ილუსტრაციები ან სხვადასხვა საშუალებებით გამოქვეყნებული მულტიმედია ფაილები, განკუთვნილია თქვენი პერსონალური, არაკომერციული გამოყენებისთვის.

კონტენტი დაცულია საავტორო უფლებებით, წარმოადგენს ჩვენს-ს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს და მათზე სრულად ვრცელდება ჩვენი საკუთრების, საავტორო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა თანმდევი ქონებრივი და არაქონებრივი უფლება.

კონტენტი, ასევე, შესაძლებელია წარმოადგენდეს მესამე პირების ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს, თუ ეს, კონტენტის გამოქვეყნებასთან ერთად, პირდაპირ არის მითითებული.

აკრძალულია კონტენტის, მთლიანად ან ნაწილობრივ, გამოქვეყნება, რეპროდუცირება, დისტრიბუცია, შესრულება, მოდიფიცირება, გარდაქმნა, გადაცემა, შენახვა ან ნებისმიერი სხვა ფორმითა და საშუალებით ექსპლოატაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ჩვენ მიერ გაიცა წინასწარი თანხმობა ან ახალი ამბების/ახალი ამბების აგრეგატორი სერვისებისთვის — ლიცენზია, მსგავსი შინაარსის ქმედების შესრულებაზე. აკრძალვა არ ეხება კონტენტით სარგებლობას მხოლოდ პერსონალური, არაკომერციული გამოყენებისთვის.

ინტელექტუალური საკუთრების პატივისცემა, ჩვენთვის მხოლოდ ჩვენი საავტორო უფლებების დაცვით არ მთავრდება — თუ თქვენ თვლით, რომ თქვენი სასაქონლო ნიშანი ან ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი ჩვენს სერვისებში გამოყენებულია იმგვარად, რომ ასეთი გამოყენება, შესაძლოა, ჩაითვალოს საავტორო უფლების ხელყოფად, თქვენ ან თქვენს უფლებამოსილ წარმომადგენელს შესაძლებლობა გაქვთ ასეთი ფაქტის შესახებ გამოგვიგზავნოთ პრეტენზია ელფოსტაზე office@caparol.ge, სადაც აღგვიწერთ საავტორო უფლების დარღვევის ხასიათს და მოგვაწვდით ინფორმაციას საავტორო უფლების ობიექტზე და მის ავტორზე.
 

12.  პასუხისმგებლობის შეზღუდვა

იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით, ჩვენ ვიხსნით ყოველგვარ პასუხისმგებლობას ნებისმიერი შინაარსის განცხადებაზე, რომელსაც, შესაძლოა, შეიცავდეს კონტენტი.

კონტენტის შემადგენელი არცერთი კომპონენტი არ არის განკუთვნილი რაიმე კონკრეტული მიზნის მისაღწევად ან კონკრეტული პირების მოთხოვნების შესასრულებლად, თუ ამის შესახებ კონტენტს არ ერთვის სპეციალური მითითება. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, ჩვენ არ ვიქნებით  პასუხისმგებელი ნებისმიერ ზიანზე (ზარალზე), რომელიც, შესაძლოა, მოგადგეთ თქვენ ან/და ნებისმიერ მესამე პირს, კონტენტის ან მისი შემადგენელი ცალკეული კომპონენტის ნახვის, წაკითხვის, მოსმენის ან სხვაგვარად მათზე წვდომის მოპოვების საფუძველზე განხორციელებული ქმედების ან უმოქმედობის შედეგად.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიღებთ ყველა გონივრულ ზომას და დავნერგეთ ყველა აუცილებელი მექანიზმი იმისთვის, რომ სერვისებზე თქვენი წვდომა იყოს მუდმივი, უწყვეტი და უსაფრთხო, ჩვენ არ ვიძლევით არანაირ გარანტიას, ამასთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას იმაზე, რომ სერვისებით ან მათი ცალკეული კომპონენტებით სარგებლობა იქნება კომპიუტერული ვირუსებისგან დაცული. მსგავსი სახის რისკებისგან თავდასაცავად, თქვენ უფლებამოსილი ხართ, მიიღოთ და დანერგოთ პრევენციისა და თავდაცვის ინდივიდუალური ზომები. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ზიანზე (ზარალზე), რომელიც, შესაძლოა, სერვისებით სარგებლობის დროს კომპიუტერულმა დაინფიცირებამ ან პროგრამული ნაწილის ნებისმიერმა დესტრუქციულმა ელემენტმა გამოიწვიოს.

აგრეთვე, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ზიანზე (ზარალზე), რომელიც, შესაძლოა, ჩვენი სერვისების ან მათი ცალკეული კომპონენტების შეფერხებით ან დაგვიანებით მოწოდებამ გამოიწვიოს.

13.  ბმულები სხვა ვებგვერდებთან და კომერციული კონტენტი

სერვისებით სარგებლობისას, შესაძლოა, ბმულების გამოყენებით, ესტუმროთ ისეთ ვებგვერდებს, რომლებიც არ განეკუთვნება სერვისებს და მათ ოპერირებას მესამე პირები ახდენენ. ასეთი საიტები ჩვენი კონტროლის ქვეშ არ იმყოფება და ჩვენ არ ვართ ასეთ საიტებზე ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე, პროგრამულ უზრუნველყოფაზე ან/და სხვა სახის მასალებზე პასუხისმგებელი. მაშინ, როდესაც ჩვენ გთავაზობთ ბმულებს მესამე პირების ვებგვერდებთან ან/და კომერციული შინაარსის გრაფიკულ, ტექსტურ, ხმოვან ან აუდიო-ვიზუალურ კონტენტს (შემდგომში — კომერციული კონტენტი), ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ ამ ვებგვერდებზე ან/და კომერციული კონტენტით ან მათი მეშვეობით შემოთავაზებულ პროდუქტებს, მომსახურებებს, მოსაზრებებს, იდეებს ან ინფორმაციას. ამ ბმულების ან/და კომერციული კონტენტის გამოყენებისას თქვენ მოქმედებთ მხოლოდ თქვენივე რისკით და ჩვენ არ ვიღებთ არანაირ ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას ამ ვებგვერდების ან/და კომერციული კონტენტის შემცველობაზე, გამოყენებაზე ან ხელმისაწვდომობაზე. თუ თქვენ გადაწყვეტთ ისეთ ვებგვერდზე ან/და კომერციულ კონტენტზე გადასვლას, რომელიც ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება, ჩვენ არ გაძლევთ არანაირ გარანტიას, პირდაპირს თუ ნაგულისხმევს, თქვენ მიერ ასეთი ვებგვერდის ან/და კომერციული კონტენტის გამოყენებასთან ან გამოყენების შეუძლებლობასთან დაკავშირებით, ვებგვერდის ან/და კომერციული კონტენტის შემცველობასთან დაკავშირებით, მათ შორის მის სისწორესთან, სისრულესთან, სანდოობასთან ან რაიმე კონკრეტული მიზნით ვარგისიანობასთან დაკავშირებით; ასევე, ჩვენ არ გაძლევთ გარანტიას, რომ ეს ვებგვერდი ან/და კომერციული კონტენტი, სრულად ან ნაწილობრივ, თავისუფალია ისეთი პრეტენზიებისგან, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს საავტორო უფლებას, სავაჭრო ნიშანს ან მესამე პირების უფლებების სხვა დარღვევებს. ჩვენ ასევე არ ვიძლევით გარანტიას, რომ ასეთი ვებგვერდის ან/და კომერციული კონტენტის შემცველობა, სრულად ან ნაწილობრივ, თავისუფალია ვირუსებისგან ან სხვა სახის დამაზიანებელი ფაქტორებისგან. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას ინტერნეტში არსებული დოკუმენტების ნამდვილობაზე. ჩვენ არ შეგვიმოწმებია ასეთი ვებგვერდების შემცველობის სინამდვილე, სისწორე, გონივრულობა, სანდოობა ან სისრულე. 

14. როგორ გიცავთ კანონი

პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირების მსგავსად, აღნიშნულ
მონაცემებს იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი.
კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი
მონაცემების დამუშავების თაობაზე.

თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:

  • რომელი მონაცემები მუშავდება თქვენს შესახებ;
  • მონაცემთა დამუშავების მიზანი;
  • მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
  • რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები;
  • ვის გადაეცა თქვენი მონაცემები;
  • მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.
  • თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაციის ასლი.

კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების

გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია,

არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის

საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც

შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები.

15.  „მზა ჩანაწერები (Cookies)

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს და ვაკვირდებით ჩვენს ვებ-გვერდზე მომხამრებლების ქცევას რათა

დავრწმუნდეთ, რომ გთავაზობთ საუკეთესო გამოცდილებას ჩვენს ვებ-გვერდზე ყოფნისას და

შევძლოთ მუდმივად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი.

ჩვენს ვებ-გვერდზე ვაგროვებთ ინფორმაციას cookies-ების, მომხმარებლების ვებ-გვერდზე

ნავიგაციის და ქცევის შესახებ, კერძოდ:

  • IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, საოპერაციო სისტემა და ბრაუზერი საიდანაც ხდება ვებ-გვერდზე შემოსვლა.
  • ვაგროვებთ ინფორმაციას ჩვენს ვებ-გვერდზე გახსნილი გვერდების, სესიის ხანგრძლივობის და სესიის სხვადასხვა პარამეტრების შესახებ.
  • ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ რომელიც ჩვენს ვებ-გვერდზე მოხდა: ფორმების შევსება,  ვებ-გვერდის ინტერაქციულ ელემენტების გამოყენება და ა.შ.

ვებ-გვერდზე ველების შევსების პროცესი, დრო და ფორმა

 

16.  კონფიდენციალურობა

სერვისებით სარგებლობით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და სრულად ეთანხმებით პერსონალური მონაცემების შეგროვების, გამოყენების და გამჟღავნების პრაქტიკას, როგორც ეს განსაზღვრულია ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკით.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა განიხილება, როგორც წინამდებარე სარგებლობის წესების ინტეგრალური ნაწილი და მასზე სრულად ვრცელდება სარგებლობის წესებით გათვალისწინებული ყველა პირობა და დებულება.

17.  ცვლილებები კონფიდენციალურობის ხელშეკრულებაში

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, ჩვენი შეხედულებისამებრ, შევიტანოთ ცვლილებები ან დამატებები წინამდებარე სარგებლობის წესების დებულებებში ნებისმიერ დროს, თქვენთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე.

მომავალში, კონფიდენციალურობის ხელშეკრულებაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება

გამოქვეყნდება ამ გვერდზე. თუ ხელშეკრულებაში მოხდება რაიმე მატერიალური ან არსებითი

ცვლილება ჩვენ შეგატყობინებთ ვებ გვერდის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა საკომუნიკაციო

არხების მეშვეობით.