ხის ლაზური

ხის დამცავი საშუალება, მყარი და მედეგი ზედაპირების შესაქმნელად

 

დამცავი ლაზური ხის ნებისმიერი ზედაპირისთვის. ღრმად აღწევს და შესანიშნავად იცავს ხის ზედაპირს, ნესტისა და ატმოსფერული მოვლენებისაგან. შიდა და გარე სამუშაოებისთვის. ზრდის ხის ზედაპირის ექსპლუატაციის ვადას.

ფერი / სიპრიალის ხარისხი

აბრეშუმისებრი მქრქალი

შეფუთვის ზომები

0,75ლ ; 2,5ლ; 10ლ;

ზედაპირი

მშრალი ხის კონსტრუქციები ან ხის ნაკეთობები,შიდა და გარე სამუშაობისთვის. დატანისას ხის ნესტიანობა არ უნდა აღემატებოდეს: ფოთლოვანი ხე - 12% და წიწვოვანი ხე - 15%.

შესაფერისი ხელსაწყოები

დაიტანეთ ალკიდური ლაქებისა და ემალებისთვის განკუთვნილი ფუნჯით, გორგოლაჭით ან მიფრქვევის მეთოდით. ასევე შესაძლებელია "ჩაძირვის" მეთოდით დატანა.

უტილიზაცია

საღებავის ნარჩენი თხევადი მასა შესაძლებლია უტილიზირებულ იქნას ძველი საღებავების მიმღებ პუნქტში, გამხმარი ნარჩენი კი - როგორც საყოფაცხოვრებო ან სამშენებლო ნაგავი.

პროდუქტი დაემატა თქვენს სიაში