ღრმა შეღწევის უნარის მქონე საგრუნტავი კონცენტრატი. შესანიშნავად ამაგრებს ზედაპირს და ათანაბრებს შეწოვადობას. ზოგავს საღებავის ხარჯს.
ღრმა შეღწევის უნარის მქონე საგრუნტავი კონცენტრატი. პროდუქტი გამოიყენება მინერალური ზედაპირების მომზადებისათვის, გარე და შიდა სამუშაოებისათვის. გამოიყენეთ მხოლოდ გაზავებული სახით. საგრუნტავს გააჩნია მაღალი შეღწევადობის უნარი, ამაგრებს ზედაპირს და ამცირებს მინერალური საფარების შემწოვ უნარს, ზრდის ადჰეზიას - შემდგომ დისპერსიული მასალებით დაფარვისათვის. არ შეიცავს გამხსნელებს, სწრაფად შრება, ამცირებს საღებავის ხარჯს.
ფერი / სიპრიალის ხარისხი | აბრეშუმისებრი მქრქალი. |
---|---|
შეფუთვის ზომები | 1 ლ |
ზედაპირი |
|
უტილიზაცია | საღებავის ნარჩენი თხევადი მასა შესაძლებლია უტილიზირებულ იქნას როგორც საღებავის / ლაქის ნაშთი, გამხმარი ნარჩენი კი, როგორც საყოფაცხოვრებო ან სამშენებლო ნაგავი. |
ნორმალურ და ძლიერ შემწოვ ზედაპირებზე მომზადებული საგრუნტავი დაიტანეთ ფუნჯის საშუალებით, ინტენსიურად, ერთ ფენად. დასაშვებია მასალის გორგოლაჭით დატანა და შემდეგ ფუნჯით განაწილება. საჭიროების შემთხვევაში (ძლიერ შემწოვი ზედაპირებისათვის) დაიტანეთ საგრუნტავი 2 ფენად „სველით-სველზე" მეთოდით. თაბაშირის ზედაპირზე და ზედაპირის გაუმტვერულების მიზნით დაიტანეთ მასალა გორგოლაჭით. ნაღვენთებისა და ზედაპირის გადამეტებული დაგრუნტვის ასაცილებლად, სამუშაო დაიწყეთ ქვევიდან ზევით.