სივრცე ჩემი შემოქმედებისთვის
სივრცე ჩემი შემოქმედებისთვის
ფერთა ჰარმონია 01
ღია ცისფერი ტონების დახმარებით, თქვენ ქმნით სიცხადითა და სიმსუბუქით სავსე ფართო სივრცეს. თქვენ შეგიძლიათ კიდევ უფრო გაზარდოთ ეს ეფექტი სტაფილოსფერის დამატებით, რომელიც შექმნის მხიარულ ატმოსფეროს. სწორედ შერჩეული აქცენტის ფერი, თქვენი პატარას სათამაშო ოთახს - ბედნიერ გარემოდ გადააქცევს.
სივრცე ჩემი შემოქმედებისთვის
ფერთა ჰარმონია 02
ყვითელი არის ცოცხალი და ხალისიანი ფერი, რომელიც ბავშის ოთახს სითბოთი და სიცოცხლით სავსეს ხდის. მკვეთრი ვარდისფერი კი, სივრცეს დამატებით ენერგიას მატებს. ვარდისფერი, როგორც დამატებითი აქცენტი - ინტენსიურ ეფექტს ახდენს თქვენს პატარებზე, მაგრამ ამავდროულად არ მოქმედებს გამაღიზიანებლად.
თავგადასავლების სივრცე
თავგადასავლების სივრცე
ფერთა ჰარმონია 01
თეთრი ფერით თქვენ მიანიჭებთ ბავშვის ოთახს სასიამოვნო ატმოსფეროს და შესანიშნავად გამოყოფთ ფერად აქცენტებს. ყვითელი აქსესუარები ავრცელებს კარგ განწყობას, მწვანე ტონები კი აღმოჩენის სურვილს უღვიძებს და ასტიმულირებს თქვენი პატარების შემოქმედებითობას.
თავგადასავლების სივრცე
ფერთა ჰარმონია 02
მწვანე ფერის ტონალობები ქმნის აღმდგენ და მასტიმულირებელ ატმოსფეროს ბავშვთა ოთახში. მუქი მწვანე ფერის და ღია მწვანე ფერის კომბინაცია, თქვენს პატარებს ახალი იდეების გამომუშავებისკენ მოუწოდებს. მეწამულმა აქცენტებმა შეიძლება გააჩინოს და გააღვიძოს პატარების ფანტაზია.