თეთრი წყალდისპერსიული აკრილის ემალი რკინისა და ხისათვის. ხარისხიანი ზედაპირების შესაქმნელად. შიდა და გარე სამუშაოებისთვის
თეთრი აკრილის ემალი შესანიშნავი ფარვის უნარით. მედეგია შუქის მიმართ. ქმნის სრულყოფილ ზედაპირს, რომელიც ადვილად იწმინდება. გამოდგება ხის ფასადების შესაღებად. ხის ნაკეთობებისთვის და დაგრუნტული რკინისთვის. არ გამოდგება იატაკების დასაფარად. ქმნის ჯანმრთელ კლიმატს შენობის შიგნით. შიდა და გარე სამუშაოებისთვის.
ფერი / სიპრიალის ხარისხი | პრიალა და აბრეშუმისებრი მქრქალი |
---|---|
შეფუთვის ზომები | 0,9ლ ; 2,5ლ |
ზედაპირი | დაგრუნტული ან ლაქწასმული ხის, ლითონის, მყარი პოლივინილქლორიდის (PVC) ზედაპირები. საჭიროების შემთხვევაში: აგრეთვე მინერალური ზედაპირები, ცემენტის ბათქაშები, ბეტონი, გიფსოკარდონი, მინა-შპალერი. |
შესაფერისი ხელსაწყოები | დაიტანეთ აკრილის ემალებისთვის განკუთვნილი ფუნჯით, გორგოლაჭით ან მიფრქვევის აპარატით. |
უტილიზაცია | საღებავის ნარჩენი თხევადი მასა შესაძლებლია უტილიზირებულ იქნას ძველი საღებავების მიმღებ პუნქტში, გამხმარი ნარჩენი კი - როგორც საყოფაცხოვრებო ან სამშენებლო ნაგავი. |
მთლიანად მოაცილეთ ატკეცილი ფრაგმენტები, ჭუჭყის ნალექი, ხავსი და წყალმცენარეები. გაწმენდის შემდეგ ზედაპირი უნდა იყოს მყარი, სუფთა, მზიდუნარიანი და ანტიადჰეზიური ნივთიერებებისგან თავისუფალი.