3 in 1

ემალი 3-1 ში

 
გამოთვალე საჭირო საღებავის რაოდენობა:
რამხელა ფართის შეღებვა გსურთ?
ან
 
ჩვენ გირჩევთ:
რჩევები გათვლილია ერთ ფენა საღებავზე.
გთხოვთ მიუთითეთ სიგრძე და სიგანე m²-ში.

სპეციალური ურეთან-ალკიდური ემალი, შავი ლითონის ზედაპირების ანტიკოროზიული დაცვისათვის. აგრეთვე მოთუთიებულ ზედაპირებზე დატანის შესაძლებლობით.

ანტიკოროზიული ემალი შავი ლითონის ზედაპირებისათვის, მოთუთიებულ ზედაპირებზე დატანის შესაძლებლობით. შეიცავს მაღალ ეფექტურობის მქონე კოროზიის ინჰიბიტორებს. შიდა და გარე სამუშაოებისთვის. ხანგრძლივად იცავს კოროზიისგან და ინარჩუნებს დეკორატიულ თვისებებს ექსპლუატაციის დროს.

ფერი / სიპრიალის ხარისხი

აბრეშუმისებრი - მქრქალი

შეფუთვის ზომები

0,75ლ; 2,5ლ

ზედაპირი

შავი ლითონის ზედაპირები (რკინა,ფოლადი). მოთუთიებული ზედაპირები. ძველი მყარი ლაქწასმული ზედაპირები, (აკრილის ემალით, აკრილის საღებავით დაფარული ან ფხვიერი ზედაპირების გარდა). არ გამოდგება მუდმივი ნესტის ან ქიმიური ნივთიერებების ზეგავლენის ქვეშ მყოფ ზედაპირებზე.

შესაფერისი ხელსაწყოები

დაიტანეთ ალკიდური ემალებისთვის განკუთვნილი ფუნჯით, გორგოლაჭით ან მიფრქვევის მეთოდით. გამოყენების შემდგომ ხელსაწყოები გაწმინდეთ Alpina-ს გამხსნელით ან "უაით სპირიტით".

უტილიზაცია

საღებავის ნარჩენი თხევადი მასა შესაძლებლია უტილიზირებულ იქნას ძველი საღებავების მიმღებ პუნქტში, გამხმარი ნარჩენი კი - როგორც საყოფაცხოვრებო ან სამშენებლო ნაგავი.

პროდუქტი დაემატა თქვენს სიაში