Alpina GE / რკინის დაცვა / ლითონების სახელმძღვანელო
შავი ლითონები და ფერადი ლითონები

ღობეები, აივნის მოაჯირები, ჭიშკრები, ავტოფარეხის კარები, თითქმის ყოველთვის ლითონისგან არის დამზადებული, მაგრამ არსებობს ლითონის მრავალი ნაირსახეობა : ალუმინი, ფოლადი, თუთია და სხვა. ლითონები ასევე ორ სახეობად იყოფა: შავი და ფერადი ლითონები. როდესაც შავი ლითონები შეიძლება მარტივად დაჟანგდნენ, ფერად ლითონებს მჟავების ზემოქმედება უცვლის ფერს და ამუქებს.

სანამ შეღებვას დაიწყებთ, უნდა იცოდეთ ორი ტიპის ლითონისგან - რომლის დაფარვა გსურთ. ამ ზედაპირებს განსხვავებული თვისებები აქვთ და ამიტომ საჭიროებენ სხვადასხვა მიდგომას, ლითონის დაცვის კუთხით.

შავი ლითონი
შავი ლითონები მოიცავს თავად რკინას და ლითონის შენადნობებს, რომლებიც 50%-ზე მეტ რკინას შეიცავენ
თითბერი
ფერადი ლითონი - თითბერი, არის ალბათ ყველაზე ცნობილი სპილენძის შენადნობი.
სპილენძი
ფერადი ლითონი - სპილენძი, არის ერთ-ერთი უძველესი ლითონი კაცობრიობის ისტორიაში.
თუთია
ფერადი ლითონი - თუთია, ჩვეულებრივ გამოიყენება, როგორც დამცავი შენადნობი.
ალუმინი
ალუმინი არის მრავალმხრივ გამოყენებადი ფერადი ლითონი.
ალპინას ექსპერტების რჩევა
როგორ უნდა გაარკვიოთ ლითონის რომელ სახეობასთან გაქვთ საქმე? დააჭირეთ მაგნიტი შესაღებ ლითონის ზედაპირს - მაგნიტს მხოლოდ შავი ლითონები იზიდავენ!

შესაბამისი ხელსაწყოები

ალპინას დახმარებით - ლითონის შეღებვა გამარტივდა!

ალპინას ანტიკოროზიული ლითონის დამცავი ემალები, შეგიძლიათ დაიტანოთ როგორც ფუნჯით, ასევე გორგოლაჭის მეშვეობით. ემალის დატანა ასევე უჰაერო მიფრქვევითაც არის შესაძლებელი. თქვენ თავად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, როგორ შეღებოთ შესაბამისი ზედაპირი. თუმცა, ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება ხელსაწყოს ხარისხს, რადგან ეს გავლენას ახდენს ზედაპირის საბოლოო იერსახეზე.

ფუნჯი
გამოიყენეთ ფუნჯი გამხსნელზე დაფუძნებული საღებავებისთვის. ასეთი ფუნჯი ალპინას ანტიკოროზიული ლითონის დამცავი ემალს, სრულფასოვნად შეიწოვს და ოპტიმალურ ფარვადობას უზრუნველყოფს.
გორგოლაჭი
სამღებრო გორგოლაჭისს შეძენისას დარწმუნდით, რომ ის შესაფერისია გამხსნელების შემცველი საღებავებისთვის.
უჰაერო მიფრქვევა
აირჩიეთ ეფექტური გამოყენების მეთოდი უჰაერო მიფრქვევის ხელსაწყოთი, რომ მიაღწიოთ ზედაპირის დაფარვის განსაკუთრებით მაღალ ხარისხს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ალპინას და მოწყობილობის მწარმოებლის ინსტრუქციები.
ალპინას ექსპერტების რჩევა
ყოველთვის გარეცხეთ ქილის თავსახური კონტეინერის დახურვამდე, რათა თავიდან აიცილოთ შემდგომში გახმობა და თავსახურის შეწეპება.
ალპინას ექსპერტების რჩევა
გსურთ შეისვენოთ სამუშაოს შუალედში? უბრალოდ შეფუთეთ სამუშა ხელსაწყო პოლიეთინელის პარკში, რათა ის არ გამოშრეს და გახმეს.