ბავშვის ოთახი / ჯანსაღი გარემო

ოთახის ჯანსაღი ატმოსფერო

თქვენი შვილები ნამდვილი მკვლევარები არიან. ისინი იკვლევენ თავიანთ სამყაროს და ეცნობიან მას - შეხებით, გემოთი და ყნოსვით. ალპინა უზრუნველყოფს, რომ თქვენს პატარა მკვლევარს ჯანსაღი გარემო ქონდეს. ალპინას „ბავშვის ოთახის“ ეკოლოგიურად სუფთა კედლის საღებავი, ქმნის ოთახში - კომფორტულ და ჯანსაღ კლიმატს.

პატარების ჯანმრთელობისთვის

ჩვენმა ექსპერტებმა იციან ბავშვების მოწყვლადობის შესახებ, ნებისმიერი სახის გარემოს დაბინძურების მიმართ. ამის გათვალისწინებით, ალპინამ შეიმუშავა საღებავი „ბავშვის ოთახი“, მავნე ნივთიერებების გარეშე! „ბავშვის ოთახის“ საღებავის რეცეპტურა, სრულად მორგებულია ბავშვების განსაკუთრებულ საჭიროებებზე.

ფერების ფსიქოლოგია

ბავშვის ოთახისთვის შესაფერისი კედლის ფერის შერჩევა მშობლებისთვის არც თუ ისე ადვილია, რადგან კლასიკური ფერების გარდა არსებობს უამრავი სხვა ტონალობები და იდეები, თქვენი ბავშვისთვის შესაფერისი გარემოს შესაქმნელად. საქმე ეხება არა მხოლოდ ფერების სწორედ შერჩევას, არამედ ფერთა კომბინაციებს და სწორ ფერის ინტენსივობას. კაშკაშა მწვანეს, მაგალითად: შეუძლია გაააქტიუროს თქვენი პატარები და ხელი შეუწყოს მათ შემოქმედებითობას და თუ კი სხვა ფერის ნუანსებს დაამატებთ, შეიქმნება ჰარმონიული ატმოსფერო.

სწორად შერჩეული ფერი

ბავშვებისთვის ოთახების დაპროექტება და მათი საჭიროებების საუკეთესოდ გათვალისწინება, ყველა მშობლისთვის მთავარი გამოწვევაა. ამ მიზეზით ალპინამ - ექსპერტთა გუნდთან ერთად შეიმუშავა ფერთა კონცეფციები, რომლებიც სპეციალურად მორგებულია, ასაკის მიხედვით ბავშვების საჭიროებებზე.

სწორედ შერჩეული პროდუქტი

„ბავშვის ოთახის“ კედლის საღებავი იწარმოება გერმანული სტანდარტების მიხედვით, უმაღლესი გარემოსდაცვითი და ჯანმრთელობის სტანდარტების დაცვით. საღებავი არ შეიცავს პლასტიზატორებისა და გამხსნელებს. თქვენ უზრუნველვყოფთ ოთახის ჯანსაღ კლიმატს, რომელშიც თქვენი პატარები თავს სრულიად კომფორტულად იგრძნობენ.

ფერთა ჰარმონია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით

ბავშვის ოთახი ჯადოსნური ადგილია: თამაშის, აღმოჩენების და თავგადასავლების. ასაკის მიხედვით ბავშვებს განსხვავებული მოთხოვნილებები აქვთ და ამიტომ ჩვენ შევიმუშავეთ სხვადასხვა კონცეფციები და ფერთა ჰარმონიები, თქვენი პატარების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ეს კონცეფციები მორგებულია თქვენი ბავშვის სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე, რადგან ყველა ასაკს თავისი თავისებურებები აქვს. თუ ჩვილებს უსაფრთხოების და სიმშვიდის გრძნობა სჭირდება, სკოლამდელ ბავშვებს კრეატიულობის წასახალისებლად სტიმული სჭირდებათ. როდესაც ბავშვი სკოლას იწყებს, თქვენ მას ისეთი გარემო უნდა შეუქმნათ, სადაც როგორც კონცენტრაციის ასამაღლებელი, ასევე დასვენებისთვის განკუთვნილი ატმოსფერო იქნება.